მეკო გელაშვილი – იდეისგან განდეგილობა

12239478_527393564102369_6280001496732089010_n

ჩვენთან ნევროზიანი ახალგაზრდები ცხოვრობენ და იკვებებიან–
ტყუილი მასწავლებლებით,
ტყუილი ლექტორებით,
ტყუილი პოლიტიკოსებით,
ტყუილი მეგობრებით,
ტყუილი ლოცვით,
ტყუილი რწმენით,
ტყუილი საკუთარი თავით.
ჩვენ ტყუილის მორევში ამოვლებული ახალგაზრდები ვართ. Read the rest of this entry

მეკო გელაშვილი – ტირილის შეუძლებლობა

12243400_526806604161065_1228283713798952189_n

ადამიანები ეძებენ ღმერთს, რადგან სჭირდებათ,

ისევე, როგორც სიყვარულს, რომელიც არ გააჩნიათ.

ისინი ეძებენ სიმშვიდეს, რომელიც სჭირდებათ

ვითარცა წყალი, რომელიც აღარ მოდის. Read the rest of this entry

მეკო გელაშვილი – შიშნარევი გადაგვარება

10672403_362816960560031_3670383847424912981_n

ჩვენ გაყინულ ხელებში მოვიმწყვდიეთ ახლადდაბადებული მესია,

რომელიც ვეღარ იტვირთავს სამყაროს არარსებულ ცოდვებს.

რომელიც ყოველდღე გვივარდება ხელიდან და

იფანტება ცისარტყელის ფორმად გადაშლილ ევროებად.

ჩვენ იქ ვართ, სადაც არ უნდა ვიყოთ

და ჩვენს თვალებში მარტივად იკითხება

ადამიანური გრძნობების გაქრობის შიში,

სულ მთლად გაქრობის შიში. Read the rest of this entry

მეკო გელაშვილი – ინი და იანი

10728849_368231233351937_1501101354_n

სული შემეხუთა…

ცოტა ხნით შევჩერდი…

ფეხის გადადგმას ვეღარ ვახერხებდი…

მალევე გამახსენდა, ღრმად ჩასუნთქვას რომ გამოვყავარ მდგომარეობიდან…

ჩავისუნთქე, ოდნავ წავბარბაცდი და გადავდგი ნაბიჯი…

მცირე ზომის ბარი დავინახე და შევედი… Read the rest of this entry

მეკო გელაშვილი – წამიერ სიმარტოვეში აღმოჩენილი უძლურება

10451688_361483574026703_7540546659042928249_n

წამიერ სიმარტოვეში აღმოაჩენ საკუთარ უძლურებას.
წამიერად აღმოჩენილ სიბინძურეში დაიფანტება ყოველი ლამაზი ემოცია,
რომელთა ერთად შეკრებასაც წლებია ცდილობ.
მარადიული წყურვილია საწყისი ყოველი ქმედების
და სწორედ ეს სურვილია დაუძლეველი.
ყოველივე შეუძლებელი მშვენიერია.
სულიერი გამოფიტვის საწყისია ამ ყველაფრის სიტყვად გამოთქმა.
საკუთარ ცნობიერში დალექილი ემოციების
ერთ წინადადებად დაწყობა და გაზიარება. Read the rest of this entry

მეკო გელაშვილი – ჩრდილი

10570410_362817423893318_4024920772925633942_n

საკუთარი თავის ძიებაში დაგრეხილი ძაფი
შენგანვე ითხოვს გამთლიანებას.
გზისპირას, ქოლგის ქვეშ მდგომი, გაჰყურებ დროის დინებას.
შენს თავში დაფანტულ ფიქრებს აწყობ შენებურად.
წვიმისგან დარჩენილი მტვრის სუნი შენს სიმარტოვეს ჰგავს,
რომელსაც, მხოლოდ შემდგომი წვიმის დროს გაიხსენებენ.
ყოველი ნახატი, წიგნი თუ სურათი,
შენსავე ტვინში, შენს ორეულად ქცეული ილუზიაა,
რომელიც დაგრეხილი ლაბირინთიდან ვეღარ ახერხებს თავი დაიხსნას.
შენივე აშენებული ციხიდან, რომელსაც ვეღარ დაანგრევ,
რადგან, შენი შემოქმედებაა. Read the rest of this entry

მეკო გელაშვილი – უხმაურო ნაბიჯი

1964865_362817293893331_4639299397517228932_n

ქარისგან სახეზე მოყრილი მტვერი ჩამოიწმინდე და ნაბიჯი გადადგი.
ღამით, ნაწვიმარ გზაზე გიყვარს სიარული,
სიჩუმეში.
თან, ვერ იტან მსგავს გულუბრყვილობას.
შენი ფიქრები არეული ძაფის გორგალივითაა,
რომელიც ფეხთან დაგიგდია და ყოველი მომდევნო ნაბიჯით წინ აგდებ.
სიცივე ძვლებამდე აღწევს და მათი ჩივილი ნაბიჯების ხმას ერწყმის. Read the rest of this entry

%d bloggers like this: