გაიძროთ ანაფორები, შეიკრიჭოთ თმები და გამოეწყოთ „პინჯაკებში“, „შტაცკურად“, მაშინ სულ სხვა მნიშვნელობას მივცემთ თქვენს რევოლუციონერობას. დღეს კი თუმცა ყველაფერს კარგს, უკეთესს, სასარგებლოს ბრძანებთ, მაგრამ ბოლოს ჩვენთვის სამავნებლო იქნება. თქვენს წოდებას პროგრესიული აზრების ქადაგებით მკვიდრად ბოძებს უდგამთ და მომავალ ცხოვრებას ეგ არ შეჰფერის, არც შეჰშვენის; ახალმა ცხოვრებამ სრულიად სხვა გზა და დანიშნულება უნდა მისცეს თქვენს წოდებას, მშობლიური მამობრივი მზრუნველობა უნდა ჩამოგყაროსთ, თქვენ აღზრდის საქმეში, სკოლებში ადგილი აღარ გექნებათ, რათა უკუღმა არ მომართოთ თქვენი ყოვლად შემძლებელი ენა. მომავალი ცხოვრება თქვენ პროგრესიულ ელემენტად ვერ ჩაგთვლისთ. დიაღ, ვერ ჩაგთვლისთ, ვიდრე სამღვთო წერილის მცნებათა თავისებურად გამოყენებაზე ხელს არ აიღებთ და არ მოიშლით მეჭურჭლის ხელობას, რომელიც ქოთანს საითაც ჰნებავს, ყურს იქით მოაბამს… ვსტყუი? მაშ რატომ აქამდის, ვიდრე ბიუროკრატიის ბაგეზე იყავით დაბმულები და იმის დალაბანდზე სთამაშობდით, არა ჰქადაგებდით მაგას, რასაც დღეს ამბობთ? თუ დროთა ვითარებას დააბრალებთ, ცენზურას და სხვა? Read the rest of this entry »
ვაჟა-ფშაველა – მღვდლების ვინაობა
თამარ კოტრიკაძე – ტოლკიენი და მისი ”მეორადი” სამყარო
ჯ. რ. რ. ტოლკიენის «ბეჭდების მბრძანებელი»,
როგორც დასავლეთევროპულ ლიტერატურულ, მითოლოგიურ და ფოლკლორულ ტრადიციათა სინთეზის ცდა
«И снова скальд чужую песню сложет,
И, как свою, её произнесёт.”
О. Мандельштам.
ინგლისელი მწერლის ჯ. რ. რ. ტოლკიენის (1892-1973) ფანტასტიკურ-ზღაპრული ეპოპეა «ბეჭდების მბრძანებელი», რომელიც იწერებოდა 1954-66 წლებში და მასთან ერთ ციკლში მოქცეული სხვა ტექსტები, დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მკითხველთა ფართო წრეებში როგორც ავტორის გასაოცარი ფანტაზიის მიერ შექმნილი მითიური სამყაროს _ «შუა მიწის» თუ «შუახმელეთის» («Mიდდლე Eარტჰ») _ ისტორია, როგორც ჯადოსნური ამბავი სიკეთისა და ბოროტების მარადი ორთაბრძოლისა. უკანა¬სკნელი სამი წლის განმავლობაში ტოლკიენის «შუა მიწასთან» დაკავშირებული სერია კიდევ უფრო ფართო წრეებისათვის გახდა ცნობილი ჰოლივუდის მიერ გადაღებული გრანდიოზული ეკრანიზაციის გამო, რომელიც _ თუმცა ეს ამ სტატიის თემას სცილდება _ საუკეთესოდ გამოხატავს ნაწარმოების ღირსებებს იმდენად, რამდენადაც ეს კინემატოგრაფის ფარგლებშია შესაძლებელი. Read the rest of this entry »
დერეკ უოლკოტი – ანდერძის მინაწერი
შიზოფრენიკმა,
გაორებულ ცხოვრებას რომ სევდით გაჰყურებს
და თავის ყოფას ჭრილობების პურით აპურებს,
გაძევება დავიმსახურე.
ძლივსღა მივათრევ ამ პირბასრ ნამგალს,
ვრცელ სანაპიროს რომელიც ადგას.
მე ზღვასთან მიმაქვს ჩემი ცხოვრება,
სიყვარულზე მსურს გავცვალო, რადგან.
მას, ვისაც ენის გამოცვლა უნდა,
ჯერ სიცოცხლე უნდა შეცვალოს. Read the rest of this entry »
თომას სთერნზ ელიოტი – კაცის ფიტულები
მისთაჰ კურცი – იგი მოკვდა
გაიღეთ ერთი ცენტი ბებერი გაისათვის
სულ მთლად გამოფიტულები ჩვენ ვართ კაცის ფიტულები,
თავებს ბზით გამოტენილებს ვაკანტურებთ მოწყენილებს.
უგუნურად მოუბარნი ხმის გარეშე დავრჩენილვართ
ვაი! მხოლოდ ერთმანეთთან საჩურჩულოდ გავჩენილვართ
უნაყოფო ველზე ქარის რხევად ისმის ბერწი კითხვა
ყრუ სარდაფში შუშის ნამსხვრევს გადაურბენს თითქოს ვირთხა. Read the rest of this entry »


