RSS

Category Archives: პროზა

გუგა გრიგოლია – სარკე


“დასაწყისი ყოველთვის დასასრულისთვის მზადებაა, დასასრული კი - მორიგი საბაბი, რეჟისორების განდიდების მანიის რიგითი გამოვლინება ტიტრებში, მათ შორის შუალედი სიცარიელეა, უსასრულო რიცხვთა სიმრავლე, უფრო ზუსტად კი, ადამიანები მანამ არიან ცოცხლები, სანამ არსებობენ” ჩავილაპარაკე და გავთიშე ტელევიზორი.

კაცმა რომ თქვას, ტელევიზორი ოთხკუთხა ფიგურათა ერთ-ერთი უბრალო ნაირსახეობაა, არ აქვს მნიშვნელობა ჩართულია თუ გამორთული, რადგან ოთხკუთხედი ყოველთვის ოთხკუთხედია, მაშინაც კი, როდესაც სულაც არა აქვს ოთხი კუთხე.

Read the rest of this entry »

 
Leave a comment

Posted by on May 4, 2011 in პროზა

 

Tags: , , , , , , , , , ,

ივან ბუნინი – ახალგაზრდობა და სიბერე

ზაფხულის მშვენიერი დღეები, მშვიდი შავი ზღვა.
გემი სავსეა ხალხით და ტვირთით, – გემბანი გადატენილია კიჩოდან წინაერდომდე.
ცურვა ხანგრძლივია, წრიული – ყირიმი, კავკასია, ანატოლიის სანაპირო, კონსტანტინოპოლი…
მცხუნვარე მზე, ცისფერი ზეცა, ლილისფერი ზღვა; დაუსრულებელი დგომა ხალხმრავალ პორტში, ჯალამბარების გამაყრუებელი გრუხუნით, გინებით, კაპიტნის თანაშემწეთა ყვირილით: – მაინა! ვირა! – და კვლავ სიმშვიდე, წესრიგი და აუჩქარებელი ცურვა შორეულ მთებს შორის, მზის ხვატში რომ ლივლივებენ და უჩინარდებიან.
პირველი კლასის კაიუტკომპანიაში სიგრილე, სიხალვათე და სისუფთავეა. ჭუჭყი და სიმჭიდროვეა სხვადასხვა მოდგმის მგზავრების ჯგუფებში გემბანზე, მხურვალე სამანქანოსთან და სურნელოვან სამზარეულოსთან, ჩარდახების ქვეშ მდგარ საწოლებზე და ღუზის ჯაჭვებზე, ავზის თოკებზე. აქ ყველგან მდორე სუნია, ხან ცხელი და სასიამოვნო, ხან თბილი და მყრალი, მაგრამ ერთნაირად აღმგზნები, განსაკუთრებული, გემის, ზღვის სიგრილესთან შერეული. აქ არიან რუსის გლეხუჭები და დედაკაცები, ხოხოლები, ათონელი ბერები, ქურთები, ქართველები, ბერძნები… ქურთებს, – სრულიად ველურ ხალხს, – დილიდან საღამომდე სძინავთ; ქართველები ხან მღერიან, ხან წყვილებად ცეკვავენ, მსუბუქად მოძრაობენ, მოხდენილად შლიან ხელებს და თითქოს მიცურავენ ხალხის ბრბოში, ხმაშეწყობილად უკრავენ ტაშს: ტაში-ტაში, ტაში-ტაში! პალესტინის რუსი მომლოცველები გამუდმებით ჩაის სვამენ, მხრებჩამოშვებული მაღალი მამაკაცი, მოკლე ყვითელი წვერით და სწორი თმებით, ხმამაღლა კითხულობს საღვთო წერილს. მას გამჭოლ მზერას არ აცილებს სამზარეულოსთან განმარტოებული, რაღაც გამომწვევად თავისუფალი ქალი წითელ კოფთაში და შავ თმებზე მოხვეული მწვანე აბრეშუმის შარფით. Read the rest of this entry »

 
Leave a comment

Posted by on April 27, 2011 in პროზა

 

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

ჟან ბოდრიარი – ქალაქი და სიძულვილი

ალბათ იცით, როგორ ასახელა სულ ახლახან ფრანგული კინემატოგრაფი ფილმმა სახელწოდებით \\\\\\\”სიძულვილი\\\\\\\”. ფილმში საშინელი ვნებები მძვინვარებს, ნაჩვენებია მოვლენები, რომლებიც ქალაქის განაპირა რაიონებში ვითარდება და მსახიობებადაც (შესაძლოა სტატისტებად?!) იქ ახალგაზრდა ადამიანთა ჯგუფები გვევლინებიან. ისინი \\\\\\\”ზიზღით არიან აღვსილნი\\\\\\\”. გამოთქმა \\\\\\\”ზიზღით ვარ აღვსილი\\\\\\\” თითქმის უპიროვნოა, იგი არაიმდენად სუბიექტურ ემოციას გამოხატავს, რამდენადაც ქალაქურ უდაბნოში, უპირველეს ყოვლისა კი ნაგავსაყრელად ქცეულ გარეუბნებში შობილ ობიექტურ და უმიზეზო რისხვას გვიჩვენებს. ის ფაქტი, რომ გარეუბნულმა \\\\\\\”დამნაშავეობამ\\\\\\\” არნახული მასშტაბი შეიძინა, მეტყველებს, რომ ჩვენს წინაშეა ერთიანი საზოგადოებრივი მოვლენა, რომელშიც საკუთარ გამოხატულებას პოულობს გარკვეული უნივერსალური პროცესი – მოსახლეობის კონცენტრაციისა და ნარჩენთა წარმოების ზრდის პროცესი. საუბარია ნარჩენების, ნაგვის მსოფლიო პრობლემაზე, რადგანაც, თუკი ძალადობას ჩაგვრა შობს, ზიზღი მაშინ იჩენს თავს, როცა ადამიანს ნაგავსაყრელისთვის იმეტებენ. ნაგვის ცნება უნდა მოდიფიცირდეს და გაფართოვდეს. მატერიალური, რაოდენობრივი ნარჩენები, რომლებიც დიდ ქალაქებში წარმოებისა და მოსახლეობის კონცენტრაციის შედეგად წარმოიქმნება, მხოლოდ ხარისხობრივი, ადამიანური, სტრუქტურული ნაგვის, ნარჩენების სიმპტომია; და ეს ნაგავი გლობალური მასშტაბის იდეალური პროგრამირებისას, სამყაროს ხელოვნური მოდელირებისას რჩება. სწორედ ფუნქციათა სპეციალიზაცია, ცენტრალიზაცია (თანამედროვე მეტროპოლია ამ პროცესის აშკარა სიმბოლოდ გამოდგება) და მთელ სამყაროში ამ ხელოვნური სისტემების გავრცელება ტოვებს აუარება ნარჩენს.  Read the rest of this entry »

 
1 Comment

Posted by on April 26, 2011 in პროზა

 

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

ჰარუკი მურაკამი – მწვანე მხეცი

ქმარი ჩვეულებისამებრ სამსახურში წავიდა და შინ მარტო დავრჩი. გულხელდაკრეფილი ვიჯექი. მერე მზერა ფანჯარაში, შტორებს შორის გავაპარე, მარადმწვანე მუხას მივაჩერდი, ჩემი გულის მესაიდუმლეს. ჩვენ ხომ ერთად ვიზრდებოდით. მე ისე ვესაუბრებოდი ხოლმე მას, როგორც უახლოეს მეგობარს.
მაშინაც ფიქრში წასული ვესაუბრებოდი, რაზე – აღარ მახსოვს. აღარც ის მახსოვს, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს საუბარი. როცა ბაღს უყურებ, დრო წყალივით მიედინება. ფანჯრებს მიღმა სიბნელე ჩამოწვა. მიწის შემარყეველმა ყრუ ხმამ გამომაღვიძა. ჯერ მომეჩვენა, თითქოს ეს ხმა ჩემივე სხეულის სიღრმიდან იძვროდა. სმენითი ჰალუცინაცია ხომ არ იყო? მძიმე წინათგრძნობამ მომიცვა. სუნთქვა შემეკრა და გავირინდე. გუგუნი ნელა, თანდათანობით მატულობდა. ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. გავქვავდი. Read the rest of this entry »

 
Leave a comment

Posted by on April 15, 2011 in პროზა

 

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

ანტონ ჩეხოვი – სიხარული

ღამის თორმეტი საათი იყო.
მიტია კულდაროვი, აღელვებული, აღფრთოვანებული შეფრინდა თავისი მშობლების ბინაში და სწრაფად შემოიარა ყველა ოთახი. მშობლები უკვე დასაძინებლად წვებოდნენ. და ლოგინში იწვა და რომანის ბოლო ფურცელს კითხულობდა. გიმნაზიელ ძმებს ეძინათ.
_ შენ საიდან? _ გაოცდნენ მშობლები. _ რა დაგემართა?
_ ოჰ, არ მკითხოთ! მე არანაირად არ ველოდი! არა, მე არანაირად არ ველოდი! ეს…ეს დაუჯერებელიცაა.
მიტიამ გადაიხარხარა და სავარძელში ჩაჯდა, გახარებულმა თავი ვეღარ შეიკავა.
_ ეს დაუჯერებელია! თქვენ ვერ წარმოიდგენთ, შეხედეთ.
და ლოგინიდან წამოხტა, საბანი მოიხურა და ძმას მიუახლოვდა. გიმნაზიელებს გაეღვიძათ.
_ რა დაგემართა? შენ თავს არ გავხარ! Read the rest of this entry »

 
Leave a comment

Posted by on April 15, 2011 in პროზა

 

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

ბესიკ ხარანაული – წიგნი ამბა ბესარიონისა


1.არასერიოზულობა, როგორც ადამიანის ცნობიერების დრეკადობის ძალა სამყაროს სიმძიმის მიმართ…
2. არასერიოზულობა, როგორც ადამიანის სერიოზული დამოკიდებულების ძალა არსებობის სიმძიმის მიმართ…
მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადამიანს მაინც ეწვევა ხოლმე სერიოზული ფიქრები, რომელთა რაობასა და წარმომავლობაზეც არავითარი სერიოზული ცოდნა არ გააჩნია.
ნაწყვეტი რეზიუმედან

ავტორს სურდა კიდევ ერთი ეპიგრაფის მოტანა, მაგრამ დაკარგა. ის, რაც ბუნდოვნად (და ღრმად) დაამახსოვრდა, ამ ნაწარმოების სულისკვეთებად იქცა.

ავტორი

Read the rest of this entry »

 
Leave a comment

Posted by on April 13, 2011 in პროზა

 

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

პროსპერ მერიმე – მატეო ფალკონე

ჩრდილო-დასავლეთით პორტოვეკიოდან გზა მთებისკენ მიდის და საკმაოა კაცმა სამი საათი იაროს მიხვეულ-მოხვეული ბილიკით, რომელსაც ალაგ-ალაგ კლდის ნაპრალები გადმოჰყურებს, ხოლო ალაგ-ალაგ თვალუწვდენელი ხრამები სჭრის, რომ ბოლოს ფართო ტევრს მიაღწიოს. აქ ცხოვრობენ კორსიკელი მწყემსები და ყველა ის ადამიანები, რომელნიც ვერ მორიგებულან მთავრობის მართლმსაჯულებასთან. უნდა ითქვას, რომ კორსიკელი გუთნისდედა ნაკელს არ ხმარობს, მხოლოდ ტყეს სწვავს, სანამ მიწის დამუშავებას შეუდგებოდეს არა უშავს რა, თუ ხანძარი მეტ მანძილს მოედო, ვიდრე განზრახული იყო: რაც უნდა მოხდეს, ფერფლით გაპოხიერებული მიწა კარგ მოსავალს იძლევა. პურის მომკის შემდეგ (ჩალას სტოვებენ იმიტომ, რომ ის ძნელი ასაღებია) ხელუხლებლად დარჩენილი ხის ფესვები ხშირ ყლორტებს იყრის, ეს ყლორტები რამდენიმე წლის განმავლობაში ატეხილ შამბნარად იქცევა. აქ სხვადასხვა ჯიშის ხეები და ბუჩქები ერთმანეთში არიან გადახლართული, და ადამიანს მხოლოდ წალდით თუ შეუძლია გზის გაკაფვა. ალაგ-ალაგ ეს ტევრი იმდენად ხშირი და გაუვალია, რომ
გარეული ვერძიც ვერ გაატანს.
თუ კაცი შემოგაკვდათ, პორტოვეკიოს ტევრს შეაფარეთ თავი და იქ სრულიად უშიშრად იცხოვრებთ მხოლოდ თოფი არ უნდა დაგიჟანგდეთ და ტყვია-წამალი არ შემოგაკლდეთ არ დაგავიწყდეთ, აგრეთვე, კორსიკული კაპიუშონიანი წამოსასხამი, ლეიბიდაც გამოგადგებათ და საბნადაც. მწყემსები რძეს, ყველს და წაბლს არ მოგაკლებენ. არც მართლმსაჯულებისა უნდა გეშინოდეთ და არც სისხლის აღებისა, სანამ
ქალაქში ჩასვლა არ დაგჭირდებათ მარაგის შესავსებად. Read the rest of this entry »

 
3 Comments

Posted by on April 9, 2011 in პროზა

 

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

კონსტანტინე გამსახურდია – ზარები გრიგალში

დიეს ირაე, დიეს ილლა
სოლვეტ საეცლუმ ინ ფავილლა.
მნათე ოქროპირ მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ `ქვეყანა გამოიცვალა~, როცა დიდმარხვის ორშაბათს, წმ. ზაქარიას ეკლესიის გუმბათზე ჯვარი
ვეღარ ნახა, ჯვარი აღარ იყო სამრეკოზედაც.
სოფელი ყოველ წელლს უპირობდა შეკეთებას სამრეკლოებს და საყდარს. ახლა ჯვარიც მოეხსნათ.
აწვიმდა სამრეკოლს. აწვიმდა საყდარს.
ადამიანი ნელ-ნელა ამჩნევს ცვლილებას.
ცვლილება რომ ერთბაშად შეგვენიშნა, ქვეყანა ჯოჯოხეთად იქცეოდა და არავის დასჭირდებოდა მეორე ჯოჯოხეთის გამოგონება.
მნათე ოქროპირს ყურადღებაც არ მიუქცევია, რომ სოფლის მოზარდები `არულის~ ძახილი გამოუდგებოდნენ მოხუცებულ მღვდელს, არც ის
გაჰკვირვებია, სოფელმა რომ უარი განაცხადა მღვდლისა და მანტის შენახვაზე.
მღვდელი გაიპარსა. თემშარაზე სამიკიტნო გახსნა.
ორშაბათ საღამოს ოქროპირიც ეწვია.
დალიეს.
ძველი დრო ტკბილად მოიგონეს. Read the rest of this entry »

 
Leave a comment

Posted by on April 9, 2011 in პროზა

 

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

ნიკო ლორთქიფანიძე – გულთამხილავის მსჯავრი

ღმერთის წინაშე ორი ადამიანი წასდგა.
უცვლელი სახე უფალმა მათ მიაპყრო და გულთამხილავი თვალებით დააცქერდა.
- იცოდით ნება ჩემი?
- ვიცოდი, უფალო! წამიკითხავს დაბადება, შემისწავლია წმიდა სახარება, სამოციქულო, წმიდა მამათა ცხოვრება ზეპირათ ვიცი
საგალობელნი და ლოცვები, – მოახსენა ერთმა.
მეორე სდუმდა.
- შენ? – დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.
- არ ვიცი, არ წამიკითხავს.
- შეასრულეთ ნება ჩემი? – იკითხა კიდევ უფალმა.
- გზითა მართლითა ვიდოდი საპყართა განვიკითხავდი მიყვარდა ძმა ჩემი, ვითარცა თავი ჩემი შენ მხოლოდ ერთსა თაყვანსა გცემდი, -
მიუგო პირველმა.
მეორე სდუმდა.
- შენ? – დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.
- არ მახსოვს, უფალო, და მგონია, არც ყოფილა ასეთი რამ. Read the rest of this entry »

 
1 Comment

Posted by on April 9, 2011 in პროზა

 

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

კონსტანტინე გამსახურდია – მკვდართან შეხვედრა

საღამო ჟამს ქალაქიდან გავედი.
ამოვისუნთქო. შევისვენო. გადავჩრდილო ამ საშინელ სიცხეებში.
გარე უბნის პარკებს გავსცილდი. იწყება მუხნარი, მაღლობი. ვატყობ ფერდობზე მივდივარ, მაგრამ ფეხს ვუჩქარი. მივდივარ ნახევრად ბნელში სულ წინ. სულ ზევით. არც ანგარიშს ვაძლევ ჩემ თავს, საითკენ, სად?
საკვირველია სწორედ, როცა არავინ გვიჩქარის, როცა არავითარი საქმე არა გვაქვს, არც არავითარი განსაკუთრებული მიზანი, მაშინ მაინც სად მივიჩქარით? სად მოგვესწრაფის სული? როცა ჩვენ გვგონია ვისვენებთ. როცა ჩვენ გვგონია თავისუფლად ვსუნთქავთ და ბოლთას ვცემთ. მაშინაც ვიღაც კოფოზე გვაზის და სადღაც მიგვაჩქარებს. დაბნელდა თითქმის: გაშავდნენ ხის სილუეტები, გაირუჯა ტოტების მწვანე. მივდივარ გორაკის ფერდობზე, რომლის გადაღმა ცეცხლივით მოლაპლაპე ცისკიდური მოსჩანს. ქარხნის საყვირების ტყეების გადაღმა მეტი სინათლეა. იქ კუნძზე ჩამოვჯდები და დავისვენებ. ვფიქრობ… ტყეში სიჩუმეა. მხოლოდ ორიოდე ღობემძვრალა უძახის ერთიმეორეს. ჩამი-ჩუმი არ ისმის. აქა-იქ თეთრად ელავს ქალის ტანისამოსი, მერე მოისმის ფეხის ხმა. გამხმარი შტოების მტვრევა და ტკრციალი. თეთრ სილუეტს ვიღაც თალხიანი მისდევს. ორივენი ისევ იკარგებიან ტყის სიღრმეში. ისევ მყუდროება და ორი ღობემძვრალა უძახის ბნელში ერთიმეორეს. Read the rest of this entry »

 
Leave a comment

Posted by on April 7, 2011 in პროზა

 

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 49 other followers